ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს აგინა. გინების ვიდეო მან Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს".
ქართული ოცნების აივანზე გადმომდგარი საეჭვო განათლების, გაურკვეველი წარსულისა და ბიოგრაფიის პირმა უშვერი სიტყვებით მოიხსენია ხალხი, რომელიც პარტიის ოფისთან მივიდა. უბიოგრაფიო სამხარაძის წარსულისგან განსხვავებით, ეს პირი ცნობილია რეგიონებში ზონდერების, პროვოკატორებს, ინტერნეტსივრცეში კი - ტროლებისა და ბოტების ხელმძღვანელობით. სამხარაძის ქცევა და ხალხისადმი დამოკიდებულება - ქართული ოცნების რეალურ პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა.